ზამთარი გარდაუვალია, შესაბამისად, ბუნების  ჭირვეულობის  და არაპროგნოზირებადობის ლოდინი დიდხანს არ მოგიწევთ. არავის მისცეთ საშუალება, რომ დღესასწაულები და საქმიანი შეხვედრები ჩატარდეს თქვენს გარეშე, სულ რაღაც მცირე თოვლიანობის გამო. არსებობს რიგი პრევენციული ზომები, რომლებსაც შეგიძლიათ მიმართოთ, რათა დაიცვათ თავი ზედმეტი ფუსფუსისა და იმედგაცრუებისგან, რაც ეხება რეისის შეყოვნებას ზამთრის პერიოდში. აი სია, რომელიც მოიცავს ხუთ რჩევას და დაგეხმარებათ თქვენ მიაღწიოთ სასურველ დანიშნულების ადგილამდე, დამოუკიდებლად იმისა, თუ რა  განზრახვა აქვს დედა-ბუნებას
  1. შეარჩიეთ საუკეთესო აეროპორტი
ეს ფაქტია: ზოგიერთი აეროპორტი ზამთრის ამინდის პირობებს გაცილებით უკეთესად ერევა,ვიდრე სხვა.მსოფლიოს უმეტესი ქვეყნების ტრანსპორტის სამინისტროები აწარმოებს შეფერხების რაოდენობების და რეისების ანულირების აღრიცხვას ყოველ მსხვილ აეროპორტში. თუ თქვენს აფრენის ან  დაშვების ქალაქში ფუნქციონირებს რამოდენიმე საჰაერო ნავსადგური, ეწვიეთ მათ საიტებს, გაეცანით გამოხმაურებებს, ხოლო შემდეგ შეარჩიეეთ აეროპორტი, საუკეთესო სამომხმარებლო რეიტინგით.
  1. დაგეგმეთ გაფრენა დილით ადრე
იმ დროს, როცა აეროპორტში გამგზავრებამ დილის ადრინდელ საათებში შეიძლება მოითხოვოს დამატებით დიდი ჭიქა ყავა, ეს ასევე შეიძლება ნიშნავდეს სხვაობას სერიოზულ დაგვიანებასა და დროულ ფრენას შორის. ზამთრის პერიოდში რეისების შეფერხებები პრაქტიკულად გარდაუვალია, რაც ნიშნავს იმას, რომ დღის მანძილზე თვითმფრინავების რიცხვი, რომელთა ფრენა გადაიდება, დაგროვდება. იმისთვის რომ დროული ფრენის შანსები გაიზარდოს, დაგეგმეთ იგი არაუგვიანეს   10:00. ხოლო თუ მაინც მოგიწევთ რეისის გადადება ან გადატანა, თქვენ გექნებათ უფრო მეტი ვარიანტი იმასთან შედარებით, ვიდრე  გვიან საღამოს გქონოდათ ფრენა განზრახული.
  1. გაფრინდით პირდაპირ დანიშნულების ადგილზე
ყოველი შეპირისპირებული რეისი – ეს არის შანსი ზამთრის ამინდისთვის ჩაშალოს თქვენი გეგმები. როდესაც ეს შესაძლებელია, გაფრინდით პირდაპირ დანიშნულების ადგილისკენ, იმისთვის რომ მაქსიმალურად გაზარდოთ  იქ დროულად მოხვედრის შანსი. უდავოდ, როდესაც თქვენ ახორციელებთ ფრენას კომერციული ავიაკომპანიის რეგულარული რეისის ბორტზე, მარშრუტის კორექტირება შეუძლებელია, მაგრამ ყველაფერი იცვლება, თუ თქვენ მიფრინავთ კერძო თვითმფრინავით. ამ შემთხვევაში,პილოტს შეუძლია დაამუშავოს მარშრუტი მეტად ხელსაყრელი ტრაექტორიით
  1. თუ თქვენ მაინც შეყოვნდით აეროპორტში, გამოიყენეთ ცხელი წინადადებები კერძო თვითმფრინავის დაქირავების თაობაზე.
თუ რეისის გაუქმებამ ჩაგაყენათ რთულ სიტუაციაში, ეს არ ნიშნავს იმას, რომ არსებობს დაგვიანების რისკი – თქვენ ჯერ კიდევ შეგიძლიათ მიაღწიოდ დასვენების ადგილს ან საქმიანი შეხვედრის ჩატარებას დროულად. რა თქმა უნდა, ამინდის ექსტრემალურ პირობებში კერძო თვითმფრინავის ფრენა ასევე შეიძლება იყოს გაუქმებული, მაგრამ ბიზნეს ჯეთებს უფრო ხშირად ეძლევათ აფრენის ნებართვა,როდესაც კომერციულ ლაინერებს ამაზე უარს ეუბნებიან.ეს ხდება იმიტომ, რომ კერძო თვითმფრინავებს  შეუძლიათ დაშვება უფრო მეტი რაოდენობის აეროპორტებში, ვიდრე კომერციული ავიახაზების მსხვილ საჰაერო ხომალდებს.უამინდობის შემთხვევაში, ჯეთების პილოტებს შეუძლიათ დაშვების აეროპორტის შეცვალონ  და აარჩიონ ის, რომელიც ნაკლებად განიცდის უამინდობის ზემოქმედებას. მეტიც, არც  თუ ისე დიდი აეროპორტები უკეთ არის აღჭურვილი ზედაპირის ყინულისგან გაწმენდის ხელსაწყოებით, რადგანაც აფრენა- დაშვების ხაზები აქ ბევრად უფრო მოკლეა კომერციულ აეროპორტებთან შედარებით.თუ თქვენ აღმოჩნდით საჰაერო ნავსადგომის ტერიტორიაზე შტორმის დროს, დაუკავშირდით კომპანია Cofrance SARL (TM AVIAV) სპეციალისტებს იმისთვის, რომ გაიგოთ არის თუ არა კერძო თვითმფრინავის დაქირავების საშუალება უახლოესი აეროპორტიდან.
  1. წინასწარ დაჯავშნეთ კერძო თვითმფრინავი
ოპტიმალური ვარიანტი, რათა თავი დააღწიოთ მსხვილი საჰაერო ნავსადგურების ფუსფუსსა და რეისის დაყოვნებას  – წინასწარ, თავის დროზე დაიქირავოთ კერძო თვითმფრინავი .თუ თქვენთვის წინასწარ ცნობილია, რომ თქვენი ფრენების ნაწილი მოდის ზამთრის პერიოდზე, ამასთან თქვენ არ გაქვთ საშუალება გადადოთ ან გადაიტანოთ მოგზაურობა, განიხილეთ ჯეთის დაქირავების ვარიანტი.ეს საუკეთესო ნაბიჯია, რომელიც შეიძლება გადაიდგას თქვენი მხრიდან დანიშნულების ადგილზე დროულად მოხვედრის  უზრუნველყოფისთვის. ამ ზამთარს უფლება არ მისცეთ დედა-ბუნებას გაანადგუროს თქვენი გეგმები. მიეცით საშუალება კომპანია Cofrance SARL  (TM AVIAV) სპეციალისტებს, რათა მოახდინონ  კერძო გადაფრენის ორგანიზება, სადაც არ უნდა იმყოფებოდეთ თქვენ.

ოლღა შოშინა